ახლა გვაბრალებენ იმას, რასაც გვაბრალებენ, რაც ასევე დადასტურდება, რომ ტყუილია. შემდეგ ბოდიშსაც არ მოიხდიან.,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
განაცხადა.
ამათ თუ ვინმე გაჰყვება კიდევ, ცხვარი ვარო თავის თავს უნდა დააბრალოს. ატარებენ, ატარებენ ქუჩაში და გაჩერდებიან, გაუშვებენ სახლში. ეს პროცესი დამთავრებულია, – ამის შესახებ მომღერალმა, გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ასს უახლოვდება. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
"თავისუფლების მოედანი" წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 31 ოქტომბერს თბილისში, დედაენის ბაღში, გამართულ საინფორმაციო შეკრებაზე უთხრეს ჟურნალისტებს, მოძრაობის მიზანი იქნება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არსებული სავარაუდო დარღვევების გამოვლენა და იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყალბების სქემაში მონაწილეობდნენ.
“მთავარი ხომ ის არის, რომ დამთავრდა არჩევნები, საკუთარი დაწერილი ეგზიტპოლები რომ ნახეს, ხომ იზეიმეს? ვინ თქვა იქ, რომ გაყალბდა, რაიმე თქვეს საერთოდ იმ დღეს? არაფერი პრობლემა ხომ არ ჰქონდათ და იმარჯვებდნენ? უხაროდათ!”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
მარნეულის 69-ე უბანზე, ყუთში დიდი რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – როვშან ისკანდაროვი და მასთან ერთად კიდევ ერთი პირი დააკავა.
განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი, - ამის შესახებ განცხადებას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც გაუგონარი და გაუგებარი მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩევნების შემდეგ ამ ეტაპისთვის დამდგარი რეალობის თავისებურებებზე „ინტერპრესნიუსი" პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯეოშნიცა“, არ ვიცი როგორც ჰქვია, მაგრამ თავისი თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.