მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქვეყნის უმეტესი ნაწილისთვის, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით ახალი გაფრთხილება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 დედის სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე.
საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
არ შეიძლება [პარტიული] სიების ჩახსნა, ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, -ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია აცხადებს.
“არც პოპულიზმში აყოლას ვაპირებ ვინმესთვის და არც არასერიოზული იმიჯის დატოვებას”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15 ნოემბერს სოხუმში ისევ, “ალბათ, ძალიან დიდი ამბები განვითარდება”. მისი თქმით, ე.წ. ოპოზიცია და საზოგადოება შეეცდება, რომ ინვესტიციების შესახებ ე.წ. კანონის მიღებას ხელი შეუშალოს.
მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხელეებს შორის“, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს კორუფციის კონტროლის მიმართულებით.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა, თავის მომავალ სამთავრობო გუნდში, ორ უმნიშვნელოვანეს პოსტზე: სახელმწიფო მდივნისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციებზე, კანდიდატები შეარჩია,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიციის მხარდამჭერებმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟას მიმდებარედ კოდორის ხიდი გახსნეს.
„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.