ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7172 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7181 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0009 ლარი შეადგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 28 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
“წინასაარჩევნოდ “კარენოი ნაცებისგან” არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს,” – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ,,ლელოსთან” დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულ განცხადებას.
,,ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა, პოლიტიკოს მურმან დუმბაძის იდეას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების ლოტოტრონით ჩატარებას გულისხმობს.
,,ის იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას, გაუმჯობესებული პარამეტრებით, თუმცა, მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ იმიტომ, რომ გადაყვანა უნდოდათ”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ, თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
მოგეწონებოდათ, აშშ რომ ჩარეულიყო ევროკომისიის საქმეებში? – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ონდრეი დოსტალმა საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის უკმაყოფილოა რუსეთის ლიდერით, ვლადიმერ პუტინით.
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 მეხანძრეა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
