March 21, 2026

აგვისტო 22 2025

„ნიუსვიკის“ ცნობით, აშშ-ში, „დელტა ავიახაზების“ Boeing 737-ის ფრთის ნაწილი ფრენის დროს მოწყდა.


აგვისტო 22 2025

„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სიმშვიდე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში განსახორციელებელ იმ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ორგანიზაცია „IRI საქართველოს“ პროგრამების დირექტორმა მოამზადა და რომელიც სექტემბერში საპროტესტო აქციების ჩატარებას გულისხმობს.


აგვისტო 22 2025

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამდენი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია, პრემიერმაც ისაუბრა, რომ ჩვენს ქალაქს ბევრი სპორტული ობიექტი შეემატება. ასევე, რეგიონებში იგეგმება ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ახალი საფეხბურთო ცენტრის „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


აგვისტო 22 2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.


აგვისტო 22 2025

ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში,  სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს. საქართველომ შეფასების 10 ბალიანი სისტემით 6.63 მიიღო, მსოფლიოში 36 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.


აგვისტო 22 2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. ინფორმაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


აგვისტო 22 2025

4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე კანდიდატის წარდგენის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციას ჯამში 50-მა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.



აგვისტო 21 2025

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


აგვისტო 21 2025

ქედის ცენტრთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.


გვერდი 130 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.