March 21, 2026


აგვისტო 19 2025

ხოშტარია და კლდიაშვილი თანამშრომლობენ რუსულ მხარესთან, ბიზნესებთან და ა.შ. აქ არის შემაშფოთებელი ორმაგი სტანდარტი – ერთ მხარეს გამოჰყავთ თავი მთავარ ანტი რუსად, მეორე მხარეს ფულს შოულობ რუსული მხარის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში ჟურნალისტებს, IDFI-ს ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


აგვისტო 19 2025

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი),  ფერისცვალების დღესასწაულზე, ქადაგებისას ისაუბრა.


აგვისტო 19 2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი”, კანონდარღვევის 5 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას, შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


აგვისტო 19 2025

2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი, ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამის შემდეგ უკვე მერამდენედ აღიარეს, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


აგვისტო 19 2025

ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.


აგვისტო 19 2025

მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


აგვისტო 19 2025

რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი - ვიზებს ჩამოგართმევთ და მერე წამოსვლის პროცესს გაგირთულებთო - თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია და არც არავის გვეშინია! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.


აგვისტო 19 2025

ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბახმაროში, ჟურნალისტებს „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის” შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


აგვისტო 19 2025

როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო - მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პარტიების - „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძის დასახელება.


გვერდი 133 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.