არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 5 პირი-2006 წელს დაბადებული ს.ც., 2000 წელს დაბადებული ვ.რ., 2006 წელს დაბადებული ს.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1995 წელს დაბადებული მ.ო. და 1997 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს.
ნიუ-იორკში გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7139 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7154 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0015 ლარი შეადგინა.
მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ მიმდინარე საგადასახადო წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რეაქცია რადიკალიზმზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბირთვული იარაღის ტესტირების განახლების ბრძანება გასცა.
ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე - ბოლომდე, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
