“ფაქტობრივად, 4 ოქტომბერს დავინახეთ, რომ მართვის სადავეები “ნაცმოძრაობის” ხელშია. სისხლიანი და ცრემლიანი საქართველო დაუტოვეს “ქართულ ოცნებას”, უშველებელი პრობლემებით”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
4 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქება მოხდა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლითამაქში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სამხრეთ კაროლინელ კონგრესმენ ჯო უილსონს მომდევნო, 2026 წლის შუალედური არჩევნებისათვის. უილსონი, - რომელიც „ქართული ოცნების არაღიარების აქტის“ ავტორია, კენჭს კვლავ იყრის.
“ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო
არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო”,- ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოში “იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის კრიტიკასთან დაკავშირებით წერს.
“ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც პოზიციონირდება თითქოს პრო-ბიზნესპოლიტიკით, გამოდის ამ დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში „ლელო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
უკრაინის რამდენიმე რეგიონში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძარი მოჰყვა რუსული რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგ შეტევას, რომელიც გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი, - რომელიც 17 ივლისს ჩაანაცვლეს, - კატარში საქართველოს ელჩად ინიშნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შიმშილობა დაიწყო რუსეთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილემ, 71 წლის აზა ჩილაჩავამ. აფხაზეთიდან დევნილი ქალი პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა, აქციის მონაწილეების მიერ ისევ გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნის შემდეგ.
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.
