ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, სოციალურ ქსელში მიმართავს და მას მადლობას უხდის, რომ “საქართველო რუსულ იმპერიას ხელიდან გამოგლიჯა და ქართველ ხალხს დაუბრუნა”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე არ აპირებს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკის“ გადაცემას.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა ვაშინგტონის მიერ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაწესებული სანქციებიდან უნგრეთის გათავისუფლებაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პირადი თხოვნის მიუხედავად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნათელია, რომ ევროპარლამენტმა ევრონესტის პლატფორმა გადააქცია მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღისწესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად - ევროპარლამენტის ამ ძალების მხრიდან მტრული და ვიწრო პოლიტიკური მიდგომების გათვალისწინებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს ევრონესტის შემდგომ სესიებში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
ყველა ადამიანს შეუძლია, გადაშალოს და ნახოს, რომ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონი არ შეცვლილა 1995 წლიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში განაცხადა.
დღეიდან, 1 ნოემბრიდან ძალაში შედის ოცნების მიერ მიღებული კანონი, რომლითაც, გამონაკლისების გარდა, საჯარო მოხელეებს ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება ეკრძალებათ. ცვლილებები „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შევიდა.
