,,იქნებოდა ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ მათი მოკავშირე უცხო ქვეყნის დეპუტატები, ვინც ხმაურობდა, მათ ყველას სურდა და გადაწყვეტილიც ჰქონდათ, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო აღიარებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობასა და იქ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა.
ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
,,მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ევროპელი, ან როგორ შეიძლება ამის მერე გერქვას ამერიკელი, როცა თვალში ნაცარს აყრი შენი ქვეყნის მოსახლეობას და 5-დღიან ძალადობას, ომის ნამდვილს იმიტაციას უწოდებ მშვიდობიან მიტინგს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.
თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამისად, ყველას მინდა მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.
PACE-ს პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი 29 იანვარს სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ აცხადებს: „ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან“.
ევროსაბჭოში ის ინიცირებული ვარიანტი, რაც ჩვენ ვნახეთ, პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს როგორც სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ეუთო/ოდირის მისიას - ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებები თვითონ ევროსაბჭოსთვის იქნება დამაზიანებელი და მისი გადახედვა ნამდვილად უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა მიანიშნა, რომ ქვეყანაში აპრილში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ შიმშილობის მე-17 დღეს ხდება „გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
