,,რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვნახე, მამუკა ხაზარაძე არასდროს არ ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან” ერთად აქვთ შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში, ასეთ დროს მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერი ქალებისა და გოგონების ქალთა სპორტში ასპარეზობას. ღონისძიება, სახელწოდებით „ქალთა სპორტში მამაკაცები არ არის აღმასრულებელი ორდერი“, არის მეოთხე აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ტრამპმა ტრანსგენდერ ადამიანებთან დაკავშირებით მიიღო თანამდებობის ოფიციალურად მიღების შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს, მათ შორის 19 ნარკორეალიზატორია.
„აქამდე თუ გვიწევდა, რომ ჩვენ გვემტკიცებინა რაღაცები, მოგვეყოლა ისტორიები, დღეს ეს ისტორიები იმდენი იდება, ვეღარც ავუდივართ ინფორმაციას, რომელსაც ილონ მასკი თუ აშშ-ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ავრცელებენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მწერალთა სახლი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავა. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.
83 ხმით, ერთხმად - პარლამენტში 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.
უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.
