დეკემბერი 17 2024

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის შედეგად განადგურებული უკრაინის ქალაქების აღდგენას 100 წელი დასჭირდება.


დეკემბერი 17 2024

მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


დეკემბერი 16 2024

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას.


დეკემბერი 16 2024

კახა კალაძე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკელი ეკონომისტისა და საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსის, ჯეფრი საქსის ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება სიფრთხილე და წინდახედულობა, რის შესახებაც ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილს აფრთხილებდა.


დეკემბერი 16 2024

მოსამართლე ლევან გელოვანმა ოთხიათასლარიანი გირაოთი შეუცვალა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ალეკოს ელისაშვილს. ის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე იყო ბრალდებული.


დეკემბერი 16 2024

“საქართველო არის ქვეყანა, რომლის ევროპული გზის მხარდაჭერაც გვსურს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს ეს გზა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ ძალიან შორს არ წავიდეთ და არ დავანგრიოთ ის, რაც შემდეგ ხელახლა უნდა შევაკეთოთ”, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.


დეკემბერი 16 2024

“ვნახეთ, რომ არასრულწლოვნები ქვას ესვრიან პოლიციელს და ამას უქებენ, ტაშს უკრავენ და ახალისებენ გარშემო მყოფი ზრდასრული ადამიანები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამ აქციებში მონაწილე გარკვეული ჯგუფი ძალიან შორს არის იმ ყველაფრისგან, რაც არის ქართული და ადამიანური”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


დეკემბერი 16 2024

წყალტუბოს ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია. პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვესადგური „წყალტუბო 500″-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


დეკემბერი 16 2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განმარტავს.



გვერდი 290 სულ 983
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.