ივნისი 05 2024

ყველა სამედიცინო ცენტრი, რომელიც პედიატრიულ პაციენტებს მართავს, აღნიშნავს, რომ კვლავ მკვეთრად მომატებულია ყივანახველის შემთხვევები - არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველის გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.


ივნისი 05 2024

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, მიმართოს ზომებს მექსიკიდან მიგრანტების რაოდენობის შესამცირებლად. დღეიდან, 5 ივნისიდან, ძალაში შედის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც ზღუდავს თავშესაფრის მიცემას მექსიკიდან არალეგალურად ჩასული პირებისთვის.


ივნისი 05 2024

მძიმე სანახაობაა, ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი. ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეგვიძლია, კონგრესში გამართული გუშინდელი განხილვიდან გამოვიტანოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


ივნისი 05 2024

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე 582 ოჯახისთვის, რომელთაც დღემდე უწევდათ რთულ პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ივნისი 05 2024

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.


ივნისი 04 2024

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა.


ივნისი 04 2024

რაც „აგენტების რუსულმა კანონმა“ ლონდონის ბირჟაზე ქართულ კომპანიებს დამართა, იშვიათად თუ მოიძებნება პრაქტიკაში, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.


ივნისი 04 2024

რეალურად სალომე ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების პარტიული რეესტრი შექმნა - სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს სიას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შედგა! - ასე ეხმაურება პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერას.


ივნისი 04 2024

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ კანონების პაკეტი დააინიცირა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


ივნისი 04 2024

საფრანგეთის პოლიცია იძიებს პარიზში მომხდარ ინციდენტს, რომელიც შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული.


გვერდი 346 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.