მაისი 30 2024

მინდა მჯეროდეს და მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ მოლაპარაკებების გახსნის პროცესიც არ იქნება გამოყენებული შანტაჟისთვის, ისევე როგორც ეს კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.



მაისი 30 2024

გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული, - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი,ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას, რომელმაც სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია.


მაისი 30 2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ დღეს, 30 მაისს, სარაკეტო შეტევა იყო ყირიმზე. კონკრეტულად რომელ რაიონში და რა იყო სამიზნე, სამინისტრო არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე „კიევის რეჟიმს“ გაუნადგურეს რვა ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ATACMS-ი, შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის სანაპიროსთან გზად დაიჭირეს რვა უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს ორი უეკიპაჟო კატერიც. უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.


მაისი 30 2024

საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ კანონის მოქმედების შესაფერხებლად. ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ.


მაისი 30 2024

პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები დაამტკიცა.


მაისი 29 2024

დღეიდან, 29 მაისიდან, ნორვეგია რუს ტურისტებს თავის ტერიტორიაზე აღარ შეუშვებს. ოფიციალურად ამოქმედდა ნორვეგიის მთავრობის მიერ 23 მაისს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ.


მაისი 29 2024

ივანიშვილს დღის წესრიგი ხელიდან გაექცა - საზოგადოებას ვეღარ ალაპარაკებს ცრუ, თითიდან გამოწოვილ პრობლემებზე, სქესის შეცვლასა და მსგავს ცრუ დილემებზე, ყველამ დავინახეთ სად არის რეალური პრობლემა,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.


მაისი 29 2024

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, თქვენ მხოლოდ საქართველოსთვის არ იბრძვით, თქვენ ევროპისთვის იბრძვით, ­თქვენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვით, - ასე გამოეხმაურა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.


მაისი 29 2024

მიზანმიმართული მესიჯები ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაზრდილიყო - ქვეყნის შიგნითაც გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებით [2022 წელს] ჩვენ დავკარგეთ მილიარდობით გრანტები, რომლებიც ქვეყანას უნდა მიეღო. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ვკითხულობ, სად არის ეს მილიარდობით გრანტები? არ ჩანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


გვერდი 349 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.