მამუკა ხაზარაძე სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, 2000-მდე ადამიანს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ. საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი პარლამენტს გადაუგზავნიან.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, იღებენ იმ რეფორმების გატარების პოლიტიკურ ვალდებულებას, რომლებიც ქარტიის შემადგენელი ნაწილია.
ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ვეცნობით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღემდე არგუმენტები კანონის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის, გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რომელიც გვესმოდა და დღესაც გვესმის - როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო! - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.
გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.
მივესალმები ახალგაზრდების გადაწყვეტილებას, არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ. ეს რთული გზაა - დაუღალავები, შეუპოვრები და დაუმორჩილებლები უნდა ვიყოთ!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.
მივმართავ პრეზიდენტს, რომ ახალი კონსტიტუციის ტექსტზე სამუშაოდ გარემო შექმნას და ეცადოს, რომ პარტიები შეითანხმოს, როგორ შეიძლება მოხდეს ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობის ჩანაცვლება, რომ ეს პრობლემა აღარ დადგეს, - ამის შესახებ პარტია “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
