მაისი 28 2024

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 28 მაისს გააფორმეს ათწლიანი, ორმხრივი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში.


მაისი 28 2024

მსახიობი ნატალია ყიფშიძე მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 28 2024

დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მოიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს მოქალაქეები აპროტესტებენ.

 

დავით გამყრელიძის თქმით, “რუსული რეჟიმი” უნდა შეიცვალოს ხელისუფლებით, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გააწევრიანებს.

 

“მე მაინც მგონია, რომ ეს არ არის ბოლო წერტილი, ბრძოლა გრძელდება და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. წარმოუდგენელია, რომ ქართველი ხალხი შეეგუოს გარუსებას, დასავლურ კურსზე და ევროპულ ინტეგრაციაზე უარს, აქედან გამომდინარე, ეს ბოლო დღეა ამ 84 დეპუტატისთვის. გულის სიღრმეში იმედი მაინც არის, რომ 9 ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელიც საკუთარ თავს თუ არა, თავის შვილებზე, შვილიშვილებზე, მომავალ თაობებზე იფიქრებს, მაგრამ ეს ძალიან მცირე იმედია. აქამდე სადაც მოვიდნენ და ვერავინ გაბედა განცხადების გაკეთება, რომ თუნდაც გადავდოთ, თუნდაც შევაჩეროთ ეს პროცესი, ნიშნავს იმას, რომ დღეს კენჭისყრა ჩატარდება და ისინი მიიღებენ ამ კანონს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები და ამ არჩევნებზე საბოლოოდ უარი უნდა ვუთხრათ რუსეთუმე ხელისუფლებას, რუსულ რეჟიმს და შევცვალოთ იმ ხელისუფლებით და პარლამენტით, რომელიც დაჩქარებული ტემპით შეგვიყვანს ევროპაში”, - განაცხადა დავით გამყრელიძემ.


მაისი 28 2024

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერას გეგმავს.


მაისი 28 2024

მოლოდინი მაქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ამ შენობიდან [პარლამენტიდან] ღალატის ხმები გამოდიოდეს, - ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.


მაისი 28 2024

გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.


მაისი 28 2024

პარლამენტის უკანა შესასვლელთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


მაისი 27 2024

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას.


მაისი 27 2024

 სალომე ზურაბიშვილი ატარებს სხვის ინტერესებს და არა ქვეყნის - საქართველოში რუსული კანონების მიღება არ ხდება და ვერ მოხდება - ჩვენ ვიღებთ ქართულ კანონებს, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს და მის ხვალინდელ დღეს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მაისი 27 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას თქმით, სპეკულაციაა იმაზე ლაპარაკი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტის ფინანსური კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2023 წლის ანგარიშს წარადგენდა.


გვერდი 351 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.