იაშვილის კლინიკაში 32 ბავშვი წევს, რომელსაც სასუნთქი სისტემის მწვავე დაზიანება აქვს – გრიპი კვლავ დომინანტურია, 77%-ს შეადგენს მისი გავრცელების მაჩვენებელი,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
საჯარო სკოლებში, საგაკვეთილო პროცესში, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებისთვისაც არ იქნება შესაძლებელი.
,,რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად. მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ათასობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებზე, რათა გააპროტესტონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა.
მიმდინარე წლის 13 იანვარს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 159-მა მსჯავრდებულმა უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
,,ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს ადამიანების კრებული, რომლებსაც აქვთ გასაგები გზა როგორ მივდივარ გამარჯვებამდე. თუ დავინახე ასეთი გზა და ასეთი ადამიანები, მაშინ ჯარიმასაც გავრისკავ, შეიძლება ციხეც გავრისკო და გამოვალ, მაგრამ თუ ვერ დავინახე კრებული ადამიანების და გასაგები გზა, მაშინ არ ვრისკავ”,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
ირანის სპორტული საზოგადოების სამი წევრი – ყოფილი ფეხბურთელი მოჯტაბა ტორშიზი, ახალგაზრდა კალათბურთელი აჰმად ხოსრავანი და ფეხბურთის მწვრთნელი მეჰდი ლავასანი – თეირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს ირანის სამთავრობო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლნენ.
რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა? - ამის კითხვით ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორს, ვაჟა თოდუას მიმართა.
