დღეს და ხვალ, 20 და 21 სექტემბერს დედაქალაქში თბილისობა აღინიშნება. ბიუჯეტიდან დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 3 439 500 ლარი დაიხარჯება. ისე, როგორც გასულ წლებში, წელსაც ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე დაიდო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0049 ლარი შეადგინა.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ იქსის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღო.
დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში ქვეყნის სანდოობას ზიანს აყენებს.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულებს, რომელთა შორის არიან ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ. პირველ პრახადნოისთან, სკვერში ცხედარი იპოვეს.
“ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას”, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს გამოეხმაურა.
