,,მოლაპარაკებებიც იქნება, დალაგდებიან კიდევაც, ურთიერთობას აღადგენენ, ასე ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, ახლაც ასე მოხდება. ერთადერთი სხვაობაა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ამ პროცესში კი არ დავზიანდით, პირიქით, გავძლიერდით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ბიბისის“ ცილისმწამებლური პუბლიკაციების გამოსვლის დღესვე ჩვენ მიერ გაცხადებული განზრახვის შესაბამისად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გუშინ, ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი.
როგორც ,,firstnews"-ს შს სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილი ხეს შეეჯახა – მძღოლი დაკავებულია.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
რუსეთი მზადაა, შუამავლის როლი შეასრულოს და აშშ-სა და ირანს შორის ყველა დონეზე მოლაპარაკებებში დახმარება გაუწიოს,-ამის შესახებ სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
,,საზოგადოების ძალიან დიდი რაოდენობა არ უჭერს მხარს სანდუს პოლიტიკას,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მოლდოვის პრეზიდენტის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ოთხი პირი, სხვადასხვა დროს დააკავეს.
,,ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2026 წელს და ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიამაყის, ქართული დროშის დღეს!”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ნაცზონდერები“ და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მონაკოში იმყოფება.
,,როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ აპირებს ხმის მიცემას, იქ ყველაფერი ნათელია”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პარლამენტის თავმჯდომარე მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანებას მხარდ დაუჭერდა.
,,ამ თვალსაზრისით, დიახ, ნამდვილად ჩამოვრჩებით მოლდოვას. რას ვიზამთ, ჩვენ ჩვენი სამი ათასი წელი არ გვეთმობა, რომელიც იმის დასტურია, რომ თუ შენი ეროვნული იდენტობის გჯერა, მაშინ “პატარა ქვეყანაც” შეძლებ ისტორიულ ქარცეცხლში საკუთარი სახელმწიფოებრიობის გამოტარებას.
ამავე დროს, ეს განცხადება, აშკარად მიანიშნებს, რომ მოლდოვის პრეზიდენტი ევროკავშირში დამოუკიდებლად გაწევრიანების პერსპექტივას თავადაც სკეპტიკურად უყურებს და თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის – გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა.
რა უნდა ითქვას. ესეც გზაა – სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც“ ექნებათ ერთი-ორი ქვეყანა შეთვალიერებული, რომელსაც 78-ე მუხლის ციტირებით უმალ გადააბარებდნენ საქართველოს სუვერენიტეტს. მათთვის ხომ 78-ე მუხლამდე არც ერთი მუხლი მუხლად არ ღირს.
ჩვენთვის კი საკითხი მარტივია – საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების.
P.S. რახან სიტყვამ მოიტანა, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ 4 ოქტომბერს, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმი მიმდინარეობდა, მაია სანდუმ საჯარო განცხადებით მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების დამხობაში ჩართულ ძალადობრივ ჯგუფებს”, – წერს პაპუაშვილი.
მაია სანდუ აცხადებს – “ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც მოლდოვაა, უფრო და უფრო რთული ხდება, გადარჩეს, როგორც სუვერენული ქვეყანა”.
