ივლისი 08 2023

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის გადაწყვეტილება რთულად მიიღო, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, დღეს ეს იარაღი კიევს სჭირდება.


ივლისი 08 2023

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს დაგეგმილი „პრაიდ ფესტივალის“ ფარგლებში ქუჩის მსვლელობა არ ტარდება, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება.


ივლისი 06 2023

სუს-ის ანგარიშში ძალიან ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერია და ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს, - ასე აფასებს პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე სუს-ის ანგარიშს, რომელსაც პარლამენტი ხვალ განიხილავს.


ივლისი 06 2023

საფრანგეთის პოლიციას ცალკეულ შემთხვევებში მოქალაქეების ტელეფონის თვალთვალის უფლება ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო.


ივლისი 06 2023

არ ვეთანხმები არც საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილებას, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გამო ურთიერთობა გაიფუჭეს ჩვენს პარტნიორებთან და არც ზელენსკის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


ივლისი 06 2023

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მორალური თვალსაზრისით პრობლემები აქვს, თუმცა ჩვენ მოგვიწევს თავშეკავებულები ვიყოთ, ასეთი განცხადებების შემდეგ ურთიერთობის დარეგულირება რთულია, მაგრამ ამას მცდელობას არ დავაკლებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.


ივლისი 06 2023

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი) თავს კარგად გრძნობს. როგორც შარტავამ მედიასთან აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მას საპატრიარქოდან მიაწოდეს, ხოლო თავად მეუფესთან არ უსაუბრია.


ივლისი 06 2023

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.


ივლისი 05 2023

დავით არახამიას არ აქვს სამშობლო, ის უკრაინის ან საქართველოს მიმართ მოქმედებს არა პატრიოტული ინტერესების, არამედ სხვა ინტერესების კარნახით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


ივლისი 05 2023

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


გვერდი 472 სულ 1003
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.