გვარამია ციხიდან გამოვიდა და ეგრევე შეცდომა დაუშვა, საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება პრიგოჟენით დაიწყო, ჩანს, რომ მას არანაირი პოლიტიკური წარმატების რესურსი არ აქვს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს ვერ შემატებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
უკრაინელმა მაშველებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსული რაკეტით განადგურებული შენობის ნანგრევებში იპოვეს კიდევ 4 ადამიანის ცხედარი. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია 56 ადამიანი.
ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შიშობენ, რომ ბელარუსში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების შესაძლო განთავსება რეგიონში არასტაბილურობას გაზრდის. ამ საკითხზე საუბარი იყო ჰააგაში, სადაც 27 ივნისს გაიმართა ნატოს წევრი პოლონეთის, ლიეტუვის, რუმინეთის, ალბანეთის, ნიდერლანდის, ბელგიის და ნორვეგიის ლიდერების და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა.
ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება.
რუსული გასამხედროებული კერძო ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შაბათ-კვირას მისი სამხედროების მოსკოვისკენ მსვლელობის მიზანი იყო ჯგუფის გადარჩენა და არა რუსეთის ხელისუფლების დამხობა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცედურა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო ,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა, მის მიერ წარსულში პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
