სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5 ათასი ლარი იქნება.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიას გააცნო, რა გააკეთეს ხელისუფლებამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. პრესკონფერენციას, რომელზეც მან ანგარიში წარადგინა, მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ დაშვებული.
"დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები"- ირაკლი ზარქუა
დღეს მავანი მზად არის პატიმარ სააკაშვილისთვის გაწიროს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. ისინი, ვინც ხელმოცარული ოპოზიციიდან ამას გაამართლებენ, არიან „გონჩარენკოები“ და მეორე ფრონტის გასახსნელად ყველაფერს აკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, რძეზე, ყველზე, კვერცხზე, პურსა და პურპროდუქტებზე, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ზეთსა და ცხიმზე ფასები შემცირდა.
ხვალ დეტალური პრეზენტაცია მექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12 პუნქტი - საბოლოო ჯამში, საბაბსაც არ დავტოვებთ იმისთვის, რომ ვიღაცამ დაბლოკოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი პროექტი, "ჯარის ბანაკი", გახსნა და მის მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა, რომ "მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია", ამიტომ ახალგაზრდებს "სწორი ორიენტირების" განსაზღვრა სჭირდებათ.
გვიწევს ჭეშმარიტების და მართლმადიდებლური სარწმუნოების ქადაგება, დამოწმება და დაცვა! დაცვა როგორ?! ზოგს რომ ჰგონია მუშტების ქნევით, ეს არ არის დაცვა ქრისტიანობის! ქრისტიანობას ჩვენ ვიცავთ საკუთარი ცხოვრების წესით! - პირობას ვდებ, არასდროს ვიქნები ეპისკოპოსი რომელიც ქვის სროლას დაუწყებს ცოდვილ ადამიანს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი „ფეისბუქზე“ წერს.
გლობალური ომის პარტია თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს სტატუსი, მას შეუძლია, გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება, ასეთ პირობებში ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჩვენ მოგვიწევს, აუცილებელი მოგერიების პირობებში, თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილისნაირ „ჩმორებს“, არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როცა თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ჩასაფრებით და მუხანათურად არ გააკეთებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
