თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო".
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მცდელობა სათანადოდ იქნება აღიარებული.
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
დღეიდან, 20 ივლისიდან, რუსეთი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ აცხადებს ყველა გემს, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართებიან.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც სამხედრო პოლიგონი იწვის, 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.
ზესტაფონში, სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მუშაობენ.
სომხეთმა საკუთარი ბრენდის Sepuh-ის ქვეშ ავტომობილების წარმოება დაიწყო.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ხელში ჩაგდების განზრახვა თითქმის ორი ათეული წლის წინ გამოაცხადა, მაგრამ გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ დასავლეთმა უგულებელყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის The Times-ისთვის მიწერილ წერილში წერს, რომელიც, გამოცემის ცნობით, საავადმყოფოდან, სადაც სააკაშვილი იმყოფება, მალულად გამოიტანეს.
