მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო.
2012 წელს იმედით მომლოდინე ხალხი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" იმედები გაუცრუა და ვერც "ნაცმოძრაობამ" აღძრა მათში მოწიწება, მიგვაჩნია რომ ჩვენი ამომრჩევლები უნდა იყვნენ და ისინი "პროქოცური" გაერთიანებისთვის არ გვემეტება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნან.
21 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრი ქვეყანა - პოლონეთი, დაადანაშაულა იმაში, რომ მას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში და განაცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი და ახლო მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ ჩაითვლება რუსეთზე თავდასხმად.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს.
ტერორისტების თავდასხმა ოდესაზე გვიჩვენებს, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნაში ეჭვი ეპარება, შეუძლია პირადად მოინახულოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.
