ოქტომბერი 08 2025

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.


ოქტომბერი 08 2025

აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით - მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ოქტომბერი 08 2025

ჩვენ ამ ძალებს [“ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის”] უკვე სერიოზულად აღარ აღვიქვამთ, სულ რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება სარჩელი შეტანილი - შესაბამისად, “ნაცმოძრაობა” და თავისი ფილიალები აუცილებლად გაუქმდებიან, როგორც პოლიტიკური პარტიები - ამას დიდი მსჯელობა არ დასჭირდება - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.



ოქტომბერი 07 2025

ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას. მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლოს გეგმას გადაუხვიეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.


ოქტომბერი 07 2025

პარიზში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მახლობლად, პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს გადადგომიდან ერთი დღის შემდეგ, აფეთქებების ხმა გაისმა და მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.


ოქტომბერი 07 2025

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.


ოქტომბერი 07 2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს.


ოქტომბერი 07 2025

11 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 ტურში, სტუმრად ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და უახლოესი მატჩისთვის მზადება დაიწყო.


ოქტომბერი 07 2025

აგვისტოში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.7%-ით, 321.5 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 7.8%- ით, 35.7 მლნ აშშ დოლარამდე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.


გვერდი 94 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.