June 15, 2025

ნოემბერი 25 2024

,,დიდი მადლობა ბატონ ირაკლის განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.


ნოემბერი 25 2024

,,გვაქვს სამწუხარო გამოცდილება იმისა, რომ ხდება ინსტრუმენტალიზირება უცხოური მონაწილეობისა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს ელჩებსაც არ იწვევენ სხვა ქვეყნებში პარლამენტის პირველ სხდომებზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ნოემბერი 22 2024

ვფიქრობ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური ვირეშმაკობა, რომ არც მწვადი დაწვას, არც შამფური და ვითომ ოპოზიციაა, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია, რომლის თანახმად, პარტია მანდატების შეწყვეტაზე პარლამენტისთვის ამ ეტაპზე მიმართვას არ აპირებს.


ნოემბერი 22 2024

ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“ - მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.


ნოემბერი 22 2024

22 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სუმიში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით შეუტიეს ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონს.


ნოემბერი 22 2024

“მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.


ნოემბერი 22 2024

“დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს. ესაა მთავარი მათი განმსაზღვრელი. ამიტომ აცდენილი არიან ყველაფერში, მათ შორის პოლიტიკური ოპონირების საკითხში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


ნოემბერი 22 2024

გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო… (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს). შეიძლება ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


ნოემბერი 22 2024

რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ ვსაუბრობდით ოპოზიციონერების განცხადებებზე, რომ ისინი მანდატებზე უარს ამბობდნენ. მაშინაც მოგვიხდა განმარტების გაკეთება, რომ ფაქტობრივად არანაირი უფლებამოსილება ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იმისთვის, რომ მანდატები გაეუქმებინათ, რადგან ჯერ არჩეულებიც კი არ იყვნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


ნოემბერი 21 2024

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, უკუღმა კითხულობს ყველაფერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა გამოგონილ ნორმებზე”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გვერდი 98 სულ 803
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.