სექტემბერი 27 2025

სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.



სექტემბერი 26 2025

ორი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის ლიდერების შეხვედრა ემსახურება კიდევ ერთხელ იმის დადასტურებას, რომ ჩვენმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო საზოგადოების რეალური დაკვეთის შესრულება, რაც არის შეთანხმება და კოორდინაცია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა რომ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს.


სექტემბერი 26 2025

გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ევროპაში ერთმანეთს შეხვდნენ.


სექტემბერი 26 2025

საქართველომ ისეთივე გზა გაიარა ბოლო 13 წელიწადში, როგორც გაეროში ერთი მიშადან - მეორემდე! – ასე ეხმაურება საქართველოს მესამეპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას.


სექტემბერი 26 2025

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.


სექტემბერი 26 2025

არ მინდა, რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერთან პოლემიკაში შევიდე - ასეთი დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ინტერესებზე მდგარი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია,- ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებას, რომელმაც გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპამ საქართველო დაკარგა და მოლდოვის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ“.


სექტემბერი 26 2025

ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის - არ ჰყოფნით გდდ-ს სპეცრაზმი, არ ჰყოფნით და არ ენდობიან პოლიციას, ჯარის პოზიცია და განწყობები ისედაც იციან და ახლა ცდილობენ, კაზინოებისა და ბარების დაცვის თანამშრომლებიც დაიმატონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.


სექტემბერი 26 2025

ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნები ჩაივლის მშვიდად და 4 ოქტომბრის დღე, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა, ჩაივლის მშვიდად და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი და სტაბილური განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


სექტემბერი 26 2025

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესსპიკერის ნათია იოსელიანის ბრიფინგი გაიმართა.


გვერდი 90 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.