რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულ ჟურნალისტს, ეკატერინა კორტიკაძეს დაუსწრებლად შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა.
ბიზნესმენი ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის წმინდა ქონებამაც 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes Real-Time Billionaires-ი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი – 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი, რამდენიმე შიდა ჯგუფი, სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რა შეიძლება მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.
“ჩამოიხსნეს ნიღბები, აჩვენეს თავიანთი ხელები, რომლებიც იდაყვებამდე სისხლში აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს და “ნაციონალური მოძრაობის” წევრისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება.
ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
4 ოქტომბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, დღეს, 1 ოქტომბერს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს - ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გამართა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
4 ოქტომბრის აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, დღეს, 1 ოქტომბერს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა დააკავეს - ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გამართა სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
2025 წლის ოქტომბრიდან, საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ წერს.
