უკრაინამ იერიში მიიტანა იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"26 მაისს იქნება გამოსვლები, საინტერესო პროცესი, რომელიც საზოგადოებას დააინტერესებს" - გიორგი ვაშაძე
ძალიან მნიშვნელოვანია, 26 მაისს ბევრი ვიყოთ და ვთქვათ პირდაპირ, რომ ეს არის გარკვეულწილად ბრძოლის დადასტურება და საზოგადოება ამას მხარს უჭერს, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახელით მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ თითქოს ისინი დაჯარიმდნენ საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის, კერძოდ, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თან ახლავს ბმულიც.
დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდადება საქართველოს უსაფრთხოების, მშვიდობისა და სახელმწიფოებრიობის სამსახურში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქრისტეს რწმენას შეუძლია, ადამიანი დააყენოს გადარჩენის გზაზე. მიუხედავად მრავალი დაცემის თუ სირთულისა, ქართველი ხალხი ყოველთვის იყო ერთგული ამ გზის ჭეშმარიტების, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ შიომღვიმის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 23 მაისიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6744, ევრო – 3.1020, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5904 ლარი ეღირება.
საქართველოში არავინ არის გასამართლებული საკუთარ პროცესზე სიტყვის წარმოთქმისთვის, ეს საქმე პირველი იქნება, დასამხობია ივანიშვილის ხელისუფლება და გასასამართლებელია ყველა, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
“სკეპტიკურად ვუყურებ მოლოდინს, რომ პატრიარქის რეკომენდაციით ვინმეს შეიწყალებენ. ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და მისთვის ეკლესია რეალურად ავტორიტეტს არ წარმოადგენს. მეტსაც გეტყვით: როგორც ჩანს, ამ პატრიარქის არჩევით ერთგვარად დასრულდა ძალაუფლების აბსოლუტის მოპოვების პროცესი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
