March 31, 2026

მარტი 14 2026

15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


მარტი 14 2026

ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ლეგიტიმაცია და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს გულისხმობდა.


მარტი 12 2026

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 438-მა დეპუტატმა, 37 წინააღმდეგ იყო, 81-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.


მარტი 12 2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 13 მარტისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7321, ევრო – 3.1564, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6575 ლარი ეღირება.


მარტი 12 2026

ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.


მარტი 10 2026

მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1,5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისა , - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას წინა ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.


მარტი 10 2026

“რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში პროცესები ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. საბოლოოდ ირანის რეჟიმი რომ დამარცხდება, თითქმის დარწმუნებული ვარ. თუმცა მთავარი კითხვაა, რის ფასად დაუჯდება ეს სამყაროს.


მარტი 10 2026

“რონდელის ფონდის” ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსისს სტატუსს აქვეყნებს:

 

"გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბრიუსელში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის და ზოგადად საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საგარეო-პოლიტიკურ და სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც კავშირმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას. კავშირის საერთაშორისო ქმედებებზე საუბრისას არ გამოუტოვებია ჩვენი რეგიონი. ისაუბრა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის, და, კერძოდ, ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირების მანძილის 30-დან 15 დღემდე შემცირების თაობაზე. მან აქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს მარშრუტი გაივლის ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მტრობდნენ ერთმანეთს და მათი მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი გახდებაო. ანუ, ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას აქ არ უხსენებია. მეორე, მნიშვნელივანი თემა, სადაც ჩვენ ასევე აღარ გამოვჩნდით, არის ევროკავშირის გაფართოება. ქ-მა ფონ დერ ლაიენმა, აღნიშნა, რომ გაფართოება იდეოლიგიური საკითხი კი არა, არამედ ინტერესისა და უსაფრთხოების თემააო. ანუ ამით ხაზი გაუსვა, რომ რეფორმების დაუსრულებლობის გამო ქვეყნების მიღება არ უნდა შეფერხდესო, თუ ამას დღევანდელობის ეგზისტენციური აუცილებლობა გვკარნახობსო. და, ამ კონტექსტში მან ახსენა დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა და მოლდოვა - მათი გაწევრიანება უნდა დაჩქარდესო. ის, რომ საქართველო 2030 წელს მათ "წამოეწევა და ყველას გადაასწრებს", რატომღაც არ უთქვამს. ისე შეეძლო წაეღიღიღინა მაინც: "არის ასეთი (სუვერენული) ქვეყანა - მას საქრთველო ქვიაო" ან "ერი გულადი, პურადი..." მოკლედ, "ვერ გაიგეს რა ხალხი ვართ...", თუმცა არა, მგონი გაიგეს უკვე, რომ "ჩვენ თავისუფლებას არანაირ სიკეთეებზე არ გავცვლით" და დაგვანებეს თავი..." - წერს კახა გოგოლაშვილი.


მარტი 08 2026

ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.


მარტი 08 2026

ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.


გვერდი 5 სულ 1374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.