November 3, 2025

ოქტომბერი 20 2025

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ოქტომბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7076, ევრო – 3.1560, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6328 ლარი ეღირება.


ოქტომბერი 20 2025

2009 წელს ჩემი მთავრობის წინააღმდეგ რამდენიმე თვიანი აქციები გაიმართა, რომელსაც როგორც გაირკვა, ივანიშვილი აფინანსებდა - როდესაც აქციები მილევისკენ წავიდა, მან გამოგვიგზავნა წერილი და როგორც გამოსავალს, მისი თანამშრომლის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გვთავაზობდა - დღეს ამ „სანდო თანამშრომელთან“ მოპარული ფული ვერ გაუყვია და ყველას დასანახად უწყობს ქურდულ გარჩევას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 17 2025

“კრემლი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს. ერთის მხრივ ის 2022 წლის მარტიდან ევროპული საბჭოდანაა გარიცხული სამხედრო აგრესიის გამო, თუმცა, მეორეს მხრივ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არც ე.წ. ურთიერთობის დათბობის კუთხით გადაიხდის დაკისრებულ მილიონებს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს აღიაროს, რომ დამნაშავეა. “რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე.


ოქტომბერი 17 2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.


ოქტომბერი 17 2025
ქუთაისის საკრებულოს წევრი (პარტია "საქართველოსთვის") ელეონორა არჩაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

ოქტომბერი 17 2025

ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში 24-25 ოქტომბერს გაიმართება.


ოქტომბერი 17 2025

თუ 11 წელი არის სასწავლო პროგრამის გასავლელად საკმარისი, უნდა შემოვიფარგლოთ 11 წლით. თუ 11 წელი საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მეთორმეტე წელი,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ 11-წლიან სასკოლო პროგრამაზე გადასვლის შემთხვევაში მოსწავლეებს საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა შეეზღუდებათ.


ოქტომბერი 17 2025

იმ ადამიანების, პოლიტიკოსების ადგილი, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, იღებენ გარედან დავალებებს, ქართულ პოლიტიკაში არ არის,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.


ოქტომბერი 17 2025

ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.


ოქტომბერი 16 2025

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლოა, არასრულწლოვანი პირებიც მოექცნენ. ასეთ შემთხვევაში არასრულწლოვანებზე სისხლის სამართ


გვერდი 4 სულ 1344
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.