“ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, “ვარდების რევოლუციაც” ასე იწყებოდა”

“მე მომხრე ვიყავი, რომ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში, მაგრამ რადგან ასეთ პრინციპულობას იჩენენ, სჯობს ახლა ერთად იყვნენ და მოემზადონ ადგილობრივი არჩევნებისთვის.

შევარდნაძე სწორედ ადგილობრივ არჩევნებში დაამარცხა ოპოზიციამ და აქედან დაიწყო “ვარდების რევოლუცია”, ეს კი ყველას რატომღაც ავიწყდება" - აცხადებს “რეზონანსთან” პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე საუბრისას. ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვამდე ოპოზიცია პირობებს არ ცვლის, პარლამენტში არ შედის და ალტერნატიული პარლამენტის შექმნას აანონსებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხელისუფლება კი იმედოვნებს, რომ ოპოზიციის ნაწილი პოზიციას შეიცვლის და შევა პარლამენტში”, - წერს გაზეთი”რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოპოზიცია უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, “ვარდების რევოლუციაც” ასე იწყებოდა” - პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ხელისუფლება ხომ ოცნებობდა, რომ ოპოზიცია არ ყოფილიყო პარლამენტში და თოვლის ბაბუამაც შეუსრულა ეს სურვილი. ახლა დარჩა მარტო, 90 დეპუტატი ჰყავს და მიხედოს პარლამენტს. თქვას, არ შემოდიხართ, ნუ შემოდიხართო, და განაგრძოს ქვეყნის მართვა. საქართველოში არჩევნების გაყალბების გამო ქვეყანა არასდროს გაჩერებულა, ცხოვრება გრძელდება. სააკაშვილმაც გააყალბა 2008 წელს არჩევნები, ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში და თქვა არ შემოდიხართ, ნუ შემოდიხართო და განაგრძო მართვა. რას ჩამოეკიდა “ოცნება” ოპოზიციას? ოპოზიციას თავისი პრობლემები აქვს, ხელისუფლებამ თავის პრობლემებს მიხედოს. მიხედოს სიღარიბეს, უმუშევრობას, ჯანდაცვას, ეპიდვითარებას. ხომ ხედავთ, რა ხდება? ახლა კი არ უნდა გამოეცხადებინა შეზღუდვები, აგვისტოში უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ არჩევნები უნდოდა და გამარჯვება უნდოდა, ახლა მის სინდისზეა, რაც ხდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“რაც შეეხება ოპოზიციას, მე მომხრე ვიყავი, რომ შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ რადგან ორივე ასეთ პრინციპულობას იჩენს, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს და პარლამენტში არ შედის, ხელისუფლება კი ვადამდელ არჩევნებზე წამსვლელი არ არის, ჩემი აზრით გამოსავალია, რომ ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთობა და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ეს არჩევნებიც მალე მოვა და შეუტიოს ხელისუფლებას. შევარდნაძე სწორედ ადგილობრივ არჩევნებზე დამარცხადა, მაშინ გახდა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე და აქედან დაიწყო “ვარდების რევოლუცია”, რატომღაც ეს დღეს ყველს ავიწყდება”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 516 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 04 2020

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.