მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 28 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 335-მდე გაიზარდა.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 40 727-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი.
დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციით, პროპორციული სისტემით ჩატარებული კენჭისყრის პირველადი შედეგები ასეთია:
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ამბობს, რომ გარკვეულ უბნებზე არჩევნები გაყალბდა.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.
