“აშშ-ის სახელწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ორდღიან ვიზიტს თბილისში, რომლისთვისაც საქართველო განსაკუთრებით ემზადება, ანალიტიკოსები დიდწილად რეგიონის ბოლო პერიოდის იმ გეოპოლიტიკურ ძვრებს უკავშირებენ, რომელიც ყარაბაღის ახალმა ომმა გამოიწვია.
მმართველი გუნდის წარმომადგენელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული ღირებულება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთვის.
“საქართველოში კორონავირუსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს.
თურქეთის სამშვიდობო მისიები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე არ გაიგზავნება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციებში „მი-8“ და „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 599-ს შეადგენს.
ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
სააკაშვილისა და გუბაზისეული სცენარით მაიკ პომპეოს დახვედრა, საქართველოსთვის კიდევ ერთი დარტყმის მიყენების მცდელობა იქნება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თანახმად, პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის დღეს „ხალხის მასობრივი მობილიზაცია უნდა იყოს“.
