საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 59 იმერეთში.
„ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ წინასაარჩევნო მაღალი ტემპერატურა დაბალანსდეს და გადაიზარდოს საარჩევნო მარათონში და არა საარჩევნო მუშტი-კრივში“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადა.
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სოფიო გოგოხია გახდა.
საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
პოზიტიური და ოპტიმისტურია, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი,- აღნიშნული შეფასებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტის პროექტს გამოეხმაურა.
მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.
იმედი მაქვს, თურქეთი თავის მნიშვნელოვან ზეგავლენას დაძაბული სიტუაციის დასაწყნარებლად გამოიყენებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს, დღეს როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი, თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის, მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,ილია მეორეს, დღეს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესისათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.