"საქართველოს პოტენციალი საფრთხის წინაშე დგას - რუსეთის მზარდი გავლენისა და კერძო ინტერესების გამო"

ევრონიუს“-ის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ბრიტანელი ექსპერტის ბრეტ ლავგროუვის კომენტარი სათაურით „საქართველოს პოტენციალი საფრთხის წინაშე დგას - რუსეთის მზარდი გავლენისა და კერძო ინტერესების გამო“, რომელშიც იგი საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას განიხილავს, შიდა და გარე ფაქტორების ფონზე. 

 

ავტორი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა გაეროსა და ეუთოს ეგიდით, რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ, აკვირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და აკეთებს დასკვნას, რომ გარკვეული ეკონომიკური წარმატების, საერთაშორისო ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ბიზნესკლიმატის შექმნისა და კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რითაც ქვეყნის პოზიციებს ზიანს აყენებს როგორც ეკონომიკური, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

 

ექსპერტი საუბრობს ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასთან, „ფრონტერა“-სთან „კავკაზუს ონლაინ“-თან დაკავშირებულ გახმაურებულ შემთხვევებზე. ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე ჰქონდათ საუბრები ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლებს: მათ მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მაგრამ იმავდროულად მიუთითეს კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობაზე, საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად სტრუქტურული რეფორმების გატარებისა და რუსეთის გავლენის გაძლიერების დაუშვებლობის თაობაზე.

 

„გასათვალისწინებელია, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ინვესტორებისათვის პირობები არაა შექმნილი და სადაც მათი კაპიტალი ექსპროპრიაციის საფრთხის წინაშე დგას, ეკონომიკური განვითარება საეჭვო ხდება. აშკარაა, რომ „რუსული დათვი“ მეზობლების მიმართ ჯერ კიდევ აგრესიულად იქცევა - „მოჩანს აჩრდილი იმისა, რომ რუსეთი მთიანი ყარაბაღისა და ბელარუსის ამბებში ჩაერევა...“. იმ დროს, როცა პოტენციური ინვესტორები ბრექსიტისა და პანდემიის შემდეგ ახალი ბაზრების ასათვისებლად ემზადებიან, ამ დროს საქართველოს პოტენციალი საფრთხის წინაშე დგას“, - აღნიშნავს ბრეტ ლავგროუვი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://ru.euronews.com/2020/10/29/georgia-campaign

https://www.euronews.com/2020/10/29/georgia-s-potential-at-risk-because-of-creeping-russian-influence-and-private-interests-vi

წაკითხვა 517 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.