სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6586 ლარი გახდა.
კოვიდის დროს, 2021 წელს მთავრობამ ანაბრები შიდა ვალიდან ამოიღო! აპირებს თუ არა ირაკლი კობახიძე და საქართველოს მთავრობა, საქართველოს მოსახლეობის ეს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ვალი ისევ შიდა ვალად აღიაროს და დააბრუნოს, და საერთოდ აპირებს თუ არა ამ პრობლემის ოდესმე მოგვარებას „ქართული ოცნება“, სანამ ის ხელისუფლებაშია?" - ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მელია აწი გინდ შაიტანეთ და გინდ გამაიტანეთ, როგორც გიორგი კუჭატნელი. ხელი რომ დავადე, ამბიციური მოღალატეა-მეთქი, ამას ინფორმაციის გარეშე როგორ ვეტყოდი, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
სინოპტიკოსების ცნობით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
რა ქენი გუდუნა ეს? რას დაგამსგავსეს ბიჭო, ჰა? რა გიქნა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ - არ მინდა გაგაბრიყვოს იმან [ვაშაძემ], პარტია აქვს ისეთი, ოგბუნუჯუმ აჯობა, ასეთმა კაცმა წაგართვა თანამდებობა და პარტიაც აგახია, აფერუმ შენს პოლიტიკოსობას! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.