ხელისუფლების და ბიზნესის თანამშრომლობას, ბუნებრივია, ბიზნესის განვითარებას, ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისთვის განსაკუთრებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 4 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამა, ოთხი წლის ნაცვლად, სამწლიანი გახადონ.
მარტოხელა ვერძი, მოემზადეთ! გაზაფხული თქვენთვის ახალი ნაცნობობისა და ვნებიანი რომანტიკული შეხვედრების პერიოდი იქნება. თქვენი ხიბლითა და ენერგიით მიიპყრობთ სხვების ყურადღებას. ხოლო მათთვის, ვისი ურთიერთობაც დაშორების პირასაა, დროა, ბოლო მოეღოს ამ კავშირს, ასე ყველასთვის უკეთესი იქნება.
ეთიკას მოკლებულია პრეზიდენტის საუბარი პატრიარქის სისუსტესა და ცვლილებაზე, ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქმიანობას 2024 წლის დამტკიცებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის, სიმართლის პოზიციას იჭერს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს.
ევროპარლამენტის რეზოლუციებმა კომიკური ხასიათი მიიღო და ჩალის ფასი აქვს - კიდევ კარგი, ფოტიგამ აღიარა (რომ მისი ინიციატივაა სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი), ეტყობა ტრანში გადარიცხულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც არის საუბარი.