1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6562 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6525 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე სლოვაკეთის ელჩს საქართველოში, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. სლოვაკეთის ელჩი იმერეთში პირველად იმყოფება და მან შეხვედრაზე რეგიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები"
კარგია, რომ ნიკა მელია არ ჩქარობს, რაც დრო გადის, მით უფრო ჩნდება, რომ ქვეყანაში არსებობს სამი პარტია, „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ გადასცემს უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტა „ტაურუსს“, რადგან ამან შესაძლოა, გერმანიის ომში ჩაბმა გამოიწვიოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6525 ლარი ეღირება, ევრო – 2.8769 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3631 ლარი.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ჩინეთთან, რომელსაც გამოკვეთილი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, მსოფლიო ლიდერობისთვის იბრძვის, ნებისმიერი ნაბიჯი საფრთხილოა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.