მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლო სასამართლოს, უსამართლო რეჟიმის ტყვეობაში და აუცილებელია მისი გათავისუფლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვეტინგი კატეგორიულად მიუღებელია. ვეტინგის მსგავსი რამ 2004 წელს განხორციელდა. ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6573 ლარი ეღირება, ევრო – 2.9068 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4125 ლარი.
ნიკა მელია და ნიკა გვარამია ერთიანდებიან. მათი გაერთიანების სახელწოდება იქნება "ახალი", არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.
ჩვენ მივესალმებით თუკი აზერბაიჯანის მხარე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და გახსნის საზღვარს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
2024 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.