საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა ძიუდოში ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორს საბა ქარდავას უმასპინძლეს.
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპის „გარიგების ხელოვნება“ - როგორ უნდა დამყარდეს უკრაინაში მშვიდობა“ (ავტორი - ჯო ბარნსი). თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, იგი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხში ისე იმოქმედებს, როგორც თავისი საქმიანი მოლაპარაკების დროს იქცევა ხოლმე“, - ასეთია მასალის დედააზრი.
11-12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში ახალი მუსიკალური ფესტივალი Yellow Fest იღებს სტარტს.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 16 ოქტომბერს აღნიშნავს მსოფლიო სურსათის დღეს - ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ!
“არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა, პოლიტიკიური ძალები აქტიურად ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონებსა და დედაქალაქში. ცალკეული ანალიტიკოსები და პოლიტიკოსებიც მიუთითებენ, რომ ეს პროცესი, სხვა წინა არჩევნებთან შედარებით, უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს და თუ ცალკეულ უმნიშვნელო ექსცესებს არ ჩავთვლით, სერიოზული ჯერჯერობით არაფერი მომხდარა.
საქართველოში რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა, დესპოტ სააკაშვილს რადგან არ ვათავისუფლებთ თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რომ მივიღეთ?, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7230 ლარი ეღირება, ევრო – 2.9909 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5655 ლარი.
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
