მაისი 22 2024

ფრჩხილის ფირფიტის ესა თუ ის ცვლილება სხვადასხვა პრობლემაზე მიგვანიშნებს:


მაისი 22 2024

ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა კარგად შეისწავლეს „ქართული ოცნების“ რუსული მანიპულაციური ბუნება და ყოველგვარი სპეკულაციის შესაძლებლობა დახურეს, ამ დასკვნის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ სისულელეებით კიდევ უფრო ამხელს თავის რუსულ ბუნებას. ვენეციის კომისიას დაუწუნო სამართლებრივი საფუძვლების ცოდნა, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.


მაისი 22 2024

ვენეციის კომისიამ მძიმე რეპუტაციულ მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, როდესაც დაწერა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საპირისპირო პოზიცია - ვენეციის კომისიას დააწერინეს, რომ გამჭვირვალობა ცუდია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.


მაისი 22 2024

შუაში არის დიდი ორმო. ერთ მხარეს დგას - ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი - მეორე მხარეს დგას - სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი - ამიტომ არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მაისი 22 2024

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი.


მაისი 22 2024

“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამოიყენა ორკვირიანი მოსაფიქრებელი ვადა და 14 მაისს მესამე მოსმენით მიღებულ კანონს “გამჭვირვალების კანონს” 18 მაისს დაადო ვეტო.


მაისი 20 2024

უკრაინისთვის საკვანძო სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ დასავლეთის გადაწყვეტილებები ძალიან ნელია, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.


მაისი 20 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7536 ლარი ეღირება, ევრო – 2.9940 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4982 ლარი.


მაისი 20 2024

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს, პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.


მაისი 20 2024

ირანის პრეზიდენტისა და ავიაკატასტროფისას დაღუპული სხვა პირების ცხედრებს ხვალ, 21 მაისს ქალაქ თავრიზიდან მეშჰედში გადაასვენებენ, სადაც პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი დაიბადა.


გვერდი 213 სულ 1370
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.