"აშშ-ის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა" - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ნატო-ში არ მიწვევასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების პოლიტიკისთვის შეუსაბამოა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ამჟამინდელი თეთრი სახლი არ არის მზად უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად მიიწვიოს და დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ არა ნატო, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, შესაძლოა, არ დაწყებულიყო.
„მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკა: „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“. არ ვთვლი, რომ ეს არის მსოფლიო ლიდერების პოლიტიკა. ეს ფრთხილი ნაბიჯებია. ეს არის დანაღმულ ველზე გამნამღმნელების ნაბიჯები და თუ დღეს ნატო-ში არ გვიწვევენ, ვითხოვთ კონკრეტიკას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა თავის დასაცავად Patriot-ებს, F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებსა და იარაღის გამოყენების შესაძლებლობას ითხოვს.
„ვითხოვთ Patriot-ს, ვითხოვთ საკმარის F-16-ებს, ვითხოვთ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას საკუთარი თავის დასაცავად. თუ ნატო ჯერ კიდევ არ არის მზად ჩვენი დასაცავად და თავის ალიანსში შესაყვანად, მაშინ გთხოვთ, მოგცეთ ყველაფერი, რათა ჩვენ დავიცვათ თავი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
