შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც... მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე... ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში რუსეთი აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.
ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვორკშოპი თემაზე: „მედიაწიგნიერება - ციფრული უნარები სასკოლო განათლებაში“ ჩატარდა. შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პოლიტიკით, საბოლოო ჯამში, შესაძლებელი იქნება საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი, მთლიანი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და საქართველოს ელჩებს მიმართა.
მედიის ინფორმაციით, პაკისტანში ტურისტი ყურანის შეურაცხყოფის გამო ლინჩის წესით გაასამართლეს. ის ადგილობრივებმა პოლიციის განყოფილებიდან გაიტაცეს, სადაც სამართალდამცველებს უსაფრთხოების მიზნით ჰყავდათ გადაყვანილი. შედეგად, ტურისტი დაიღუპა.
გამჭვირვალობის კანონი არ მომწონს არც საქართველოში, არც ამერიკაში, არც კანადაში და არც ევროპაში, ცუდი კანონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
