ივნისი 14 2024

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.


ივნისი 14 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8688 ლარი ეღირება, ევრო – 3.0682 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6471 ლარი.


ივნისი 14 2024

არ არსებობს საზოგადოება, თუ თავისუფლად არ შეიძლება შენი საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ისე, რომ არ გეშინოდეს, რომ ვინმე დაგხვდება ბნელ ქუჩაში და გაგისწორდება - მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრები ამას ახალისებენ, ამართლებენ და ეს ერთგვარად, პოლიტიკად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.


ივნისი 11 2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ბუნდესტაგში სიტყვით  გამოვიდა, სადაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე და აგრესორისგან თავის დაღწევის გზებზე ისაუბრა, ასევე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომიც გაიხსენა.


ივნისი 11 2024

თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.


ივნისი 11 2024

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ივნისი 11 2024

ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.


ივნისი 11 2024

საშუალება გვაქვს სწორედ ამ არჩევნების გზით, ჩვენს ადგილს დავუბრუნდეთ და 2025 წლის ივნისში გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები, ის გზა გავაგრძელოთ, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ივნისი 11 2024

სანქციები არის არასერიოზული, თუმცა არასერიოზულთან ერთად, სანქციები არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ასევე ეს არ შეესატყვისება პარტნიორობის სულისკვეთებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა.


ივნისი 10 2024

ვთქვათ, აღმოაჩინონ, რომ რომელიმე მშობელი ლგბტ-ია, შვილს წაართმევენ, თუ როგორ იქნება? ბევრი კითხვა არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით, რითაც კომიტეტებზე გავერთობით , - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იგო ხვიჩიამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.


გვერდი 220 სულ 1385
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.