"უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან"
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან.
„ეს არ არის უკრაინული წინადადება და მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი და, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს. ასევე სურს, მიისაკუთროს ბევრად უფრო დიდ ტერიტორია, ვიდრე ჯერჯერობით შეძლო ოკუპირება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთი უკრაინის გაკონტროლებას ცდილობს და ეს იყო რუსეთის მიზანი ომის დაწყებიდან, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
„სწორედ ამიტომაც, ნატო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები დაასახელა. როგორც პუტინმა განაცხადა, „უკრაინის ჯარები უნდა გაიყვანონ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან, ხერსონიდან, უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანების გეგმებზე, მაშინ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი აუცილებელ პირობად მიიჩნევს უკრაინის ნეიტრალურ, უბლოკო, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს. მისივე თქმით, ახალი სამშვიდობო წინადადება არ გულისხმობს კონფლიქტის გაყინვას, არამედ მის სრულ მოგვარებას.
სიახლეები
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
- "სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით"
- როგორ აისახება აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის კიდევ ორ ქვეყანაზე - BBC ვრცელ სტატიას ავრცელებს
