საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8001 ლარი ეღირება, ევრო – 3.0045 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5578 ლარი.
ამერიკის ვიზას რუსეთის მეტი მოქალაქე თუ იღებს, რუსეთში 170 მილიონი ადამიანია, საქართველოში ოთხი მილიონი. „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს დემაგოგიურ ტყუილს. მოსახლეობასთან პროპორციულად ეს ისე არ არის, როგორც ხელისუფლება ამბობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
უნდა დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორებიცაა, ივანიშვილი და მსგავსი პიროვნებები სხვა ქვეყნებში. ამის შესახებ უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტში (უმაღლეს რადაში) სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
მე არ ვარ ის კაცი, ვინც ვინმეს დაარწმუნებს ვინ არ ვარ, მე ყველას ვუყვები ვინ ვარ , - ასე უპასუხა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არწმუნებს ის ამომრჩეველს, რომ აღარაა "ნაციონალურ მოძრაობაში".
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
„მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გეოპოლიტიკურ დაძაბულობის ფონზე, მთელ მსოფლიოში ძლიერ გაიზარდა ატომური იარაღის მნიშვნელობა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8689 ლარი ეღირება, ევრო – 3.0723 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6337 ლარი.
