გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ, საქართველო მსოფლიო რუკაზე თავისი საუკეთესო სახით სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა: აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, აღვუთქვით თანამშრომლობის სურვილი და დაპირება უსაფრთხოების კუთხითაც , - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
ქუთაისში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება.
ომი, რომელიც წარიმართება უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპისა და შავი ზღვის ფუნდამენტური უსაფრთხოების არქიტექტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართული ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.
ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას.
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნენს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა, რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ, მინისტრებს კი არწმუნებენ, შეივსება მალე ტერიტორია და იქნებ გამოხვიდეთო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7323 ლარი ეღირება, ევრო – 2.9577 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4460 ლარი.
