შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შევიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე.
გვახსოვს შალიკოს ფანჩატური, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე კერძო სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაცია გახდა. შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იყოფებოდნენ. ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარი შეამტვრიეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათში რომ ისევ ჩამოვიდა წყალი და მორიგ ჯერზე ჩამოირეცხა უნიკალური ხატები, ეს არის თქვენი გამარჯვება? დავით აღმაშენებლის სული ალბათ ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავს, ვის ხელშია ეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
განსხვავება ემოციაში იყო. ის პრემიერ-მინისტრი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს კი უფრო მშვიდად და პრაგმატულად, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი აცხადებს, რომ გელათის მონასტრის ტაძრებში 5-6 თებერვალს წყალი ჩავიდა. ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალას აქვეყნებს.
ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან სანიკიძემ , ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ბასილაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
