შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული მეთოდების დანერგვა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლითაც გარკვეულ საზოგადოებრივ ადგილებში შინაური ბინადარი ცხოველების შეყვანა მეპატრონის ან დაწესებულების მფლობელის დაჯარიმებას გამოიწვევს.
სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ ყველა განკარგულება, რომელიც პორტალზე ატვირთული არ არის - გახარიას პერიოდის იქნება თუ ღარიბაშვილის და სასწრაფოდ მოგვაწოდეთ ყველა ის აქტი, რომელიც მოთხოვნილია სადეპუტატო კითხვით და თქვენი წინამორბედი კონსტიტუციის დარღვევით მალავდა! - ამის შესახებ განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა მედიასთან, პარლამენტში გააკეთა.
საპარლამენტო არჩევნებში ხაზარაძის წარმატების ფორმულაა – ფული, ფული და კიდევ ფული, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები, როგორც ექიმები ამბობენ, შესაძლოა, ხშირი გადაღლა, გონებრივი დაძაბულობა, სხეულის რეაქცია ემოციურ სტრესი, ზედმეტი ძილი ან უძილობა იყოს, თუმცა, ამასთანავე, მას გარკვეული ვიტამინების ნაკლებობაც იწვევს. მათ შორის:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6524 ლარი ეღირება, ევრო – 2.8582 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3473 ლარი.
13-14 თებერვალს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.
