„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვთ შექმნილი ოთხ საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს, რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა, მიდის პატარა თამაშები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ოპოზიციას მივმართავ, თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ აქვს და რეალურად, არაფერი კონტროლდება, არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.
ვისურვებდი, სალომე ზურაბიშვილს ბოლო ზარზე მაინც ჰქონდეს ნორმალური გამოსვლა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
“ცხადია, ორბანი ორმაგ თამაშს თამაშობს. მე ძალიან კარგად ვიცი ორბანის გარემოცვის მოსკოვური ურთიერთობების ისტორია, ვის რა აქვს დამთავრებული და ვინ ვისი თანამერხელი იყო.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", დღეს, ქუთაისში სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N17 ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია, მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა, როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი, რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6648 ლარი ეღირება, ევრო – 2.8649 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3558 ლარი.
